საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა პასქის შეძენასთან დაკავშირებით
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ქუჩაში, გარევაჭრობის პირობებში გამოტანილი სააღდგომო პასკების შეძენისგან თავი შეიკავონ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ქსელი უკვე შეამოწმა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკავშირებით გარკვეული დარღვევებიც აღმოაჩინა.

- "გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, ეტიკეტირება არ არის, ან არასრულია, შესაბამისად, მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია პროდუქტზე. ასეთი დღესასწაულების დროს ქაოსურად ხდება პროდუქციის რეალიზება და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავოს გარევაჭრობის ადგილებში, ქუჩაში, ასეთი პროდუქტების შეძენისგან, რადგან ისინი აბსოლუტურად დაუცველები არიან", – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კახა სოხაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პასქა /