საზოგადოება
24 წლის პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ  პოეტი ირაკლი ჭინჭარაული 27 აპრილს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირაკლი 2015 წლის 9 ნოემბერს ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ქალა-ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო და გარდაცვალებამდე კომატოზურ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
დღეს მისი დაბადების დღეა, ის 25 წლის გახდებოდა.

ირაკლი ჭინჭარაული 1991 წლის 28 აპრილს დაიბადა. 5 წლის იყო, როცა ოჯახი თბილისიდან შატილში დასახლდა. ირაკლიმ სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ კი თბილისში, ილიას უნივერსიტეტში მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პარალელურად ტურისტული კომპანია „Shatilitour“ დააარსა და მეგობრებთან ერთად ხევსურეთში ტურებს აწყობდა.

მისი პირველი ლექსების კრებულის - „ფიქრი ნაომარი“ პრეზენტაცია 26 აპრილს ბიბლუსი გალერეაში გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google