საზოგადოება
დატყვევებული მგელი გარემოს დამცველებმა გაათავისუფლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის მიერ მგლის დატყვევების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში მცხოვრებ მოქალაქეს, გარეული ცხოველი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ გალიაში ჰყავდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი აქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს , მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 153, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა დროულად შეძლოს რეაგირება.
| Print |
FaceBook Twitter Google