საზოგადოება
"ბინგოს“ ჰოთ-დოგი კოლიბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (Momxmarebeli.ge) მომხმარებლის თხოვნით თბილისში, საბურთალოს ქუჩა N6-ში მდებარე შპს „ბანის“ საშაურმე „ბინგოს“ ჰოთ-დოგი შეამოწმა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის თანახმად, აღნიშნული პროდუქტი კოლიბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა.

ამ ფაქტის შესახებ Momxmarebeli.ge-მ  წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში გააგზავნა.

25 აპრილს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული საპასუხო წერილის მიხედვით, ობიექტის დოკუმენტაციის შესწავლისას არ გამოვლენილა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი და ობიექტის ზოგადი ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google