საზოგადოება
ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილემ ტრავმა მიიღო [Video]
მეგა შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების "პროექტის მონაწილე, ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს, ურთულესი ტრიუკის შესრულებისას ტრავმა მიიღო.

ინფორმაცია პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"პროექტის მონაწილემ, ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს ურთულესი ტრიუკის შესრულებისას მიიღო ტრავმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნინი ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოზური კვლევები. შესაბამისად, პროექტის მონაწილეებთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ნინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, შეძლებს თუ არა ორშაბათს პირდაპირ ეთერში ცეკვას, ამას ხვალ გავიგებთ…“, - ნათქვამია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google