საზოგადოება
ცესკომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებაზე სარეფერენდუმო შეკითხვა დაარეგისტრირა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა დაარეგისტრირა, რომელიც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას ეხება. სარეფერენდუმო შეკითხვა შემდეგია -„გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“.

ცესკოს განმარტებით, ინიციატორებმა სამი თვის ვადაში არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, რის შემდეგაც ცესკო ერთი თვის ვადაში იმსჯელებს საკითხზე დ შემდეგ განსახილველად პრეზიდენტს გაუგზავნის.

მიმართვის ინიციატორები ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თემურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა არიან.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ცესკო /