საზოგადოება
თურქეთის საბაჟო საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს ვერ გაატარებს
თურქეთის საბაჟო სამსახური, გამშვებ პუნქტში „სარფი სინირ ქაფისი“ ( SARP SINIR KAPISI), დაბალი გამტარუნარიანობის გამო საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით,  თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს 12:30 საათზე შეწყვიტეს. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
| Print |
FaceBook Twitter Google