საზოგადოება
გურჯაანის თვითმმართველობაში კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა
ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპი გურჯაანის გამგეობაში 24 მარტს გაიმართა.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მაისურაძემ განაცხადა, გასაუბრება ჩვიდმეტმა აპლიკანტმა გაიარა.
"გაიმართება საბოლოო სხდომა და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ უკვე პასუხებს კონკურსანტებს ვაცნობებთ,"-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის გამგეობაში სულ 8 ვაკანსიაა. აქედან 7 სპეციალისტის და ერთი გამგებლის წარმომადგენლის.



| Print |
FaceBook Twitter Google