საზოგადოება
გურჯაანის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.
30 მარტს ელექტროენერგია შეუწყდება შემდეგ სოფლებს:
10:00-დან 11:00 სთ-მდე სოფ.არაშენდას და სოფ.დარჩეთს.
12:00-დან 13:00 სთ-მდე სოფ.ქოდალოს.
13:00-დან 14:00 სთ-მდე სოფ.მელაანს და სოფ.ჩალაუბანს.
14:00-დან 15:00 სთ-მდე სოფ.არაშენდას.
აღნიშნულის მიზეზად ენერგოდისტრიბუციაში ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google