საზოგადოება
ლელიანში "თევდორობა" აღნიშნეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ტრადიციული დღესასწაული "თევდორობა" გაიმართა.
წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდა. ტაძრის ეზოში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის "ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით სპორტული ღონისძიება გაიმართა.

" თევდორობა აღდგომის დღესასწაულამდე 7 კვირით აღინიშნება. ლელიანის მოსახლეობა ამ დღეს ოდითგანვე აღნიშნავს. იმართება სპორტული ღონისძიებები, რომელშიც რეგიონის სპორსტმენები იღებენ მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ეს დღესასწაული გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებს."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ.

ღონისძიების დასასრულს გამგებელმა გამარჯვებულ სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

| Print |
FaceBook Twitter Google