საზოგადოება
ლაგოდეხელ ახალგაზრდებს მაშველები ეძებენ
ლაგოდეხის ტყეში სამი დაკარგული მონადირის სამძებრო სამუშაოები განახლდა.

"საძიებო სამაშველო ღონისძიებები უკვე ორი კვირაა რაც დაიწყო. ძირითადად ალპურ ზონაში ეძებენ რადგან სავარაუდოდ ეს ადამიანები იქ გაუჩინარდნენ. ღონისძიებაში მაშველთა 20 კაციანი ჯგუფია ჩართული. ძალიან გვინდა რომ შედეგი გვქონდეს."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო კობაიძემ.


შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში დაკარგულ სამ მამაკაცს გასული წლის დეკემბრიდან ეძებენ. ისინი ტყეში სანადიროდ წავიდნენ და მას შემდეგ მათი კვალი დაიკარგა.

| Print |
FaceBook Twitter Google