საზოგადოება
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება.


15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. ზღვაში შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი. 


18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები.
ნალექიანი ამინდი 20 მარტსაც შენარჩუნდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ცივი ამინდი /