საზოგადოება
თელავში შუქნიშნები კიდევ ერთ გზაჯვარედინზე განთავსდა
ჭავჭავაძის გამზირის, სააკაძის ქუჩის, ალაზნის გამზირის , ქეთევან წამებულისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოძრაობა ამიერიდან მხოლოდ სპეციალური ნიშნების საშუალებით არის შესაძლებელი. წლების განმავლობაში აღნიშნულ გზაჯვარედინზე შუქნიშნების და სპეციალური უსაფრთხოების კუნძულების არ არსებობის გამო მოძრაობა არ იყო დარეგულირებული.სამუშაოების ფარგლებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, რეგულაცია მოიცავს მოძრაობის ახალი მიმართულების დამატებასაც კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირიდან შესაძლებელი გახდა ხიდის გადაკვეთა და მოძრაობის გაგრძელება ქ.წამებულის ქუჩის მიმართულებით, ასევე მოხდა ქუჩების ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 000 ლარი დაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google