საზოგადოება
რეგიონებში მთის კანონის საინფორმაციო კამპანია იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.

კამპანიის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, ასევე სტატუსის მიღების წესზე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მთის კანონი /