საზოგადოება
თამარ სანიკიძემ ათშვილიან დედას დედის დღე მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის დირექტორს, მრავალშვილიან დედას ირმა ცქიფაშვილს სახლში ესტუმრა.
მინისტრმა ქალბატონს მეათე შვილის დაბადება და დედის დღე მიულოცა, პატარებს კი, საჩუქრები გადასცა.

შუაფხოს საჯარო სკოლა, რომელსაც ირმა ცქიფაშვილი ხელმძღვანელობს, ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი ხეობის სოფლებს ემსახურება.

მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 17 მოსწავლე სწავლობს და აქედან 6 ქალბატონ ირმას შვილია.

| Print |
FaceBook Twitter Google