საზოგადოება
დედოფლისწყაროს სოფლებს ელექტროენერგია შეუწყდება
2 მარტს 13:00-დან 15:00 სთ-მდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ქედს, ქვემო ქედს და არხილოს კალოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 11:00 დან 13:00 სთ-მდე ქსელიდან გაითიშება ფიდერი ,,უჯარმა" და ელექტროენერგია შეუწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას და მუხროვანის სამხედრო ნაწილს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება აღუდგებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google