საზოგადოება
როდემდე გაგრძელდება თბილი ამინდები

დღეს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა  +15, +20 გრადუსს მიაღწევს.

თბილი ამინდი შენარჩუნდება 1–3 მარტსაც. დასავლეთ საქართველოში  თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 იქნება. აღმოსვლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

4 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თბილი ამინდი /