საზოგადოება
ცივი ამინდი ცამეტ თებერვლამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 8 თებერვალს საქართველოში  ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა იქნება +2, +7 გრადუსი იქნება. 9-11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე თოვლი. ღამის მინიმალური ტემპერატურა  -1, -6 გრადუსამდე დაიკლებს, ცივი ამინდი  (+1, +6 გრადუსი) დღისითაც შენარჩუნდება. 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
13–14 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ცივი ამინდი /