საზოგადოება
თესაუს სტუდენტებმა ჯარისკაცებისთვის კონცერტი გამართეს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის ჯარისკაცებისთვის და სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე, სხვა საკონცერტო ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნა თესაუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებული, "სტუდენტური დღეები-2015"- ის გამარჯვებული ნომერი - "ჩვენ, ქართველები".
კონცერტს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი, გვარდიის სარდალი გენერალი ლევან გამყრელიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში მოაწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კონცერტი / თესაუ /