საზოგადოება
უფასო ინტერნეტი გურჯაანის ექვს ბიბლიოთეკაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ექვს ბიბლიოთეკაში მკითხველს კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობა შეეძლება. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა მაია ბეროშვილმა აღნიშნა, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ვეჯინის, კარდენახის, კაჭრეთის, ქოდალოს, ველისციხისა და ვაჩნაძეანის აბონენტები ისარგებლებენ.

"გასულ წელს საბიბლიოთეკო ასოციაციამ რაიონის 6 ბიბლიოთეკისთვის გადმოგვცა კომპიუტერები, სრული აღჭურვილობით. დელტამ ინტერნეტი უფასოდ შეიყვანა. ჩვენ მხოლოდ მომსახურების საფასურს გადავიხდით, რომელსაც კომუნალური ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხიდან ავიღებთ. ბიბლიოთეკები, სადაც კომპიუტერები უნდა განთავსებულიყო, თვითონ საბიბლიოთეკო ასოციაციამ გარემო პირობების მიხედვით შეარჩია. "-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ინტერნეტით სარგებლობა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება და სიახლე სოფლის ბიბლიოთეკებში მკითხველის რაოდენობას გაზრდის.



| Print |
FaceBook Twitter Google