საზოგადოება
თელავში ველოსიპედის მოყვარულთათვის პარკინგი გაკეთდა
ნადიკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ორბელიანი საქართველოს ონლაინ პლატფორმა" საინიციატივო ჯგუფის დახმარებითა და თელავის მერიის მხარდაჭერით ველო პარკინგი მოაწყო. სპეციალური დამცავი კოდის საშუალებით  ველო-მოყვარულებს შეეძლებათ საკუთარი ველოსიპედის უსაფრთხოდ და ყოველგვარი საფასურის გარეშე დატოვება. ველო-პარკინგის გახსნას თელავის მერიის ქონების და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კიკნაძე ესწრებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google