საზოგადოება
ყანდაურას და ბადიაურს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება
ხვალ 5 თებერვალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდნიმე სოფელს ენერგომომარაგება შეეზღუდება. სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ელექტროგადამცემი ხაზების მრავალწლიანი ნარგავებისგან გათავისუფლების მიზნით გადაბელვის სამუშაოებს შეასრულებს. ამასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით  11:00-დან 16:00 სთ-მდე ქსელიდან გაითიშება სოფლები: მანავი, თოხლიაური,კაკაბეთი, ყანდაურა და ბადიაური.

სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ სოფლებში ენერგომომარაგება აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google