საზოგადოება
გურჯაანის ბაღებში ბავშვების რაოდენობამ მოიმატა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის ლელა თევდორაშვილის თქმით, ბავშვების რაოდენობამ მოიმატა.
"პირველი თებერვლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულმა 37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღმა განაახლა სააღმზრდელო პროცესი. დღეის მდგომარეობით აღსაზრდელთა რაოდენობამ რვაასს მიაღწია. ეს, რა თქმა უნდა, დაბალი მაჩვენებელია, რადგან ყოველდღიური დასწრება 1500 აღსაზრდელზე გვაქვს გათვლილი. თუმცა, წინა კვირასთან შედარებით, უკეთესი მონაცემებია"-აღნიშნა ლელა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, ყინვების შემცირების შემდეგ აღსაზრდელთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

| Print |
FaceBook Twitter Google