საზოგადოება
თელავში ფოლკლორის კაბინეტი გაიხსნა
თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ფოლკლორის კაბინეტის გახსნას და ფოლკლორული აუდიო ალბომის "პატარა კახის" პრეზენტაციას დაესწრო. ტრადიციული სიმღერების შემსწავლელი კაბინეტი ცნობილი თელაველი ფოლკლორისტის ზაქარია ჩხიკვაძის სახელობის იქნება და მას ბექა და გოჩა ბიძინაშვილები უხელმძღვანელებენ.
ფოლკლორის კაბინეტის გახსნას  ქალაქ თელავის მერთან ერთად კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქამეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი, ასევე კონსერვატორიიდან მოწვეული პროფესორები და სამუსიკო სასწავლებლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google