საზოგადოება
"სოციალური მაცივარი" ლაგოდეხშიც გაიხსნა

ლაგოდეხში ქიზიყის ქუჩა #4-ში "სოციალური მაცივარი" გაიხსნა. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტი დატოვოს.

"პროექტის იდეა ეკუთვნის ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მოხალისეებს და აღნიშნულ პროექტს ლაგოდეხის ახალგაზრდული საკრებულოს ფარგლებში ახორციელებენ. პროექტი ემსახურება სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი ადამიანი, საკუთარი კეთილი ნების გამოვლენით მოვა და მაცივარში დატოვებს რომელიმე პროდუქტს, ტკბილეულს, ხილს, სასმელს, საყოფაცხოვრებო ნივთს თუ მზა საჭმელს. "-აღნიშნა ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტმა დავით ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით, შემოწირულობებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

 

| Print |
FaceBook Twitter Google