საზოგადოება
შსს-მ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გასულ თვეში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. 2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%);

ბ) ტრანზიტი - 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%);

გ) სხვა - 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩეოდა საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (21%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები - 706%. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვიზიტორები /