საზოგადოება
მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
პირველ თებერვალს საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2 თებერვალიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება + 4, +9 გრადუსი.

3-დან 6 თებერვლამდე გამოიდარებს. მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
6 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /