საზოგადოება
პრეზიდენტი პანკისის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ევროკავშირის და ამერიკის ელჩები - იან კელი და იანოშ ჰერმანი.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან სახელმწიფო დროშის დღეს დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ, მადლობა გადაუხადა. მან  ადგილობრივი მცხოვრები თამარ თურქოშვილი წიგნის ფონდის გადარჩენისა და ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მოსახლეობამ პრეზიდენტთან  სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მათ  ძირითად პრობლემად დასაქმების, მოქალაქეობის მინიჭებისა და გაზიფიკაციის საკითხები დაასახელეს.
" ჩვენ შევხვდით პანკისის მოსახლეობას. აქ პრობლემები იგივეა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში. გადასაწყვეტია ინფრასტრუქტურული საკითხები, გაზიფიკაციის საკითხი, არის საჭიროება, რომ დავასაქმოთ მოსახლეობა"-განაცხადა პრეზიდენტმა.

პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრას ელჩებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პრეზიდენტის მრჩეველები, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google