საზოგადოება
მიმოქცევაში ახალი ბანკნოტები გამოვიდა
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვიდა. თავდაპირველად  20-და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტი იქნება, რაც შეეხება 100 ლარის ბანკნოტს, ის ცოტა მოგვიანებით გამოვა. ახალ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი. განახლდა ზომებიც. ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.











| Print |
FaceBook Twitter Google