საზოგადოება
ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელი გამკაცრდება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის საქართველოში მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული, მაშინ როცა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში რეგულაციები უფრო მკაცრია.
აღნიშნულის კონტექსტში მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.
,,მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, რომ იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google