საზოგადოება
არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები უმჯობესდება
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებეთა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა გაყვანას ახლებურად არეგულირებს.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, დღეს არ არსებობს მექნიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ერთი მშობელი გადაწყვეტს მეორე მშობლის უკითხავად ბავშვი საზღვარგარეთ წაიყვანოს.
"პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და დღეს პასპორტის არასრულწლოვანი შვილისთვი აღება ორივე მშობლის თანხმობას საჭიროებს. თუმცა არ არსებობს მექნიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული მაშინ, თუკი პასპორტის აღების შემდეგ მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება, გაშორება ან სხვა ტიპის კონფლიქტი და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მანამდე, ჰარმონიული ცხოვრების პირობებში აღებული პასპორტი გამოიყენოს, მოაშოროს არასრულწლოვანი შვილი მეორე მშობელს და წაიყვანოს სამუდამოდ საზღვარგარეთ. ჩვენ შემოგვაქვს ვალდებულება მშობლებისთვის - როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს იმის შესახებ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც არასრულწლოვანს სამგზავრო დოკუმენტს უმზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ბავშვი შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ"-აღნიშნა მან.

კანონში შევა ცვლილება და მშობლები შეიძენენე ახალ ბერკეტს, რომ უკეთესად დაიცვან საკუთარი შვილის ინტერესი. ცვლილების თანახმად თუ რომელიმე მშობელი უკან გაიტანს თავის თანხმობას პასპორტის აღების შესახებ, ბავშვზე გაცემული პასპორტი გაუქმდება.
თეა წულუკიანის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება საქართველოში ბავშვთა ქვეყნიდან გაყვანის კუთხით შექმნილმა პრობლემურმა ვითარებამ განაპირობა. ცვლილებები კონკრეტული შემთხვევების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა.



| Print |
FaceBook Twitter Google