საზოგადოება
ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ქალაქ ლიშვეიში კომპანია "სუოლუნ"-მა "ქართული ღვინის სახლი" გახსნა. ეს ამ კომპანიის მიერ გახსნილი რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში. საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები.
"სუოლუნ" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში "ქართული ღვინის სახლების" ქსელის მნიშვნელობა გაცნო.

"სუოლუნ" კომპანია 2016 წლის ბოლომდე მთელი ჩინეთის მასშტაბით 60-80 ქართული ღვინის სახლის გახსნას გეგმავს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში.

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით.
წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია.

| Print |
FaceBook Twitter Google