საზოგადოება
რომელი პრიზი აღმოჩნდა ბარბარა სამხარაძისთვის ყველაზე ძვირფასი
ნიჭიერის მეექვსე სეზონის გამარჯვებული 15 წლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის მცხოვრები ბარბარა სამხარაძე გახდა. გამარჯვებულმა ნიჭიერის ტიტულთან ერთად მიიღო სამოთახიანი ბინა თბილისში, ხუთი ათას ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის შესაძენად, ტელევიზორი, ხუთიათას ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ახალი ბინის ავეჯით გასაწყობად, მიცუბიშის მარკის ავტომობილი და ორკაციანი საგზური პრაღაში ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრებად.
"თავი სიზმარში მგონია რადგან ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე წამებში შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. საქართველოს ნიჭიერის ტიტული არის ძალიან საპასუხისმგებლო . კონკურენტი ყველა იყო რადგან ნომრის სიძლიერით არ ფასდებოდა. ყველა პრიზი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები საგზური ძალიან გამიხარდა. იქ ჩემს დასთან ერთად წავალ."- აღნიშნა დილა მშვიდობისა საქართველოს ეთერში ბარბარამ.
შეგახსენებთ, რომ ბარბარა სამხარაძე "ნიჭიერის" ჟიურის რჩეული პირველივე ტურში გახდა. ის პირველი მონაწილე იყო, რომელზეც ჟიურის წევრმა ოქროს ღილაკი გამოიყენა.


| Print |
FaceBook Twitter Google