საზოგადოება
![](/buffer/pictures/9/3b559cfd55b2136eb84b08f9ce440369.jpg)
51-წლიანი სტაჟი და ლაურეატის წოდება
რკინიგზაში 1964 წლიდან მუშაობს. ჩემი რესპონდენტი გურჯაანელი 75 წლის ალბერტ იაგანაშვილია.
მუშაობა შაბათ-კვირაც უწევს, მაგრამ საყვედურს არ გამოთქვამს. ამბობს, რომ ენთუზიაზმი დიდია.
რომ არა საქმისადმი სიყვარული, ამდენხანს რთულ სამუშაოს ვერ შეასრულებდა.
ალბერტ იაგანაშვილს რკინიგზის პროფკავშირმა ლაურეატის წოდება მიანიჭა. ის ტვირთის მომსახურების უფროსი სპეციალისტია.
„დიპლომი გადმომცეს, ასევე პრემია ავიღე 600 ლარის ოდენობით. ამას წინათ მადლობის წერილიც მივიღე საგზაო დეპარტამენტისგან, ალბათ მომავალ წელს საპატიო რგინიგზელის წოდებას მომანიჭებენ. მიყვარს ჩემი საქმე, აბა სხვანაირად ამდენხანს როგორ ვიმუშავებდი?! წლების მანძილზე პროფკავშირების თავმჯდომარე ვიყავი. თითქმის ყოველდღე ვმუშაობ, შაბათ-კვირა არ ვიცი. ჩემი მოვალეობა ვაგონის ტვირთის მიღება და გაშვებაა.“
ალბერტ იაგანაშვილი კიდევ დიდხანს აპირებს რკინიგზაში ყოფნას. მისთვის ამ საქმის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. ამბობს, რომ რკინიგზაში მრავალწლიანი თანამშრომლობა და დაუღალავი შრომა სათანადოდ დაუფასეს.
მასალის გამოყენების პირობები