საზოგადოება
თეა წულუკიანი - მე რომ ვყოფილიყავი, ასეთ უბანს არც შევქმნიდი [Video]
speqtri.ge იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, შუალედური არჩევნების თემაზე ესაუბრა.
მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია ეხებოდა კონკრეტულ საკითხს, რათა მინისტრებს არ გაეკეთებინათ მოწოდება, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.
- "ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან მინისტრი პოლიტიკური პარტიის რესურსია და არა ადმინისტრაციული. თუ მას პოლიტიკსში ყოფნა ავუკრძალეთ, მაშინ სახლში უნდა გავუშვათ. უწყებათაშორისმა კომისიამ ურჩია თავი შეეკავებინათ ისეთი მოწოდებებისგან, რომელიც აფიქრებინებდა ადამიანს, რომ ხდებოდა, თანამშრომლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. მინისტრს კომისია ვერ აუკრძალავდა იმას, რის უფლებასაც აძლევს კანონი. სხვა საქმეა ის, რომ მინისტრმა უნდა გამიჯნოს თავისი პოლიტიკური საქმიანობა საჯარო სამსახურისგან. დღეს, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ საჯარო მოხელეს, მაგალითად იუსტიციის სამინისტროში, რომელიც იტყვის, რომ ამ სამი წლის მანძილზე, იუსტიციის მინისტრმა მათ მიუთითა, ვისთვის მიეცათ ხმა."
იუსტიციის მინისტრის თქმითვე, მუხროვანში სპეც.უბნის გახსნამ კითხვები გააჩინა.
„არ მომეწონა ის პროცესი, რომლის შედეგადაც მუხროვანში სპეც.უბანი შეიქმნა, მე რომ ვყოფილიყავი ასეთ უბანს არც შევქმნიდი. გარკვეული შეკითხვები მაინც გაჩნდა, თუ საიდან მოვიდა ამდენი ჯარისკაცი. მე ვთვლი, რომ თამარ ხიდაშელს ეს არაფერში ჭირდებოდა. მაღალი სტანდარტი დავაწესეთ ჯერ კიდევ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის დროს, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა, გამჭვირვალედ აკეთონ საარჩევნო საქმე."
წულკუკიანის განმმარტებით, თავდაცვის სამინისტროსა და ცესკოს კანონი არ დაურღვევია. მომავალში სპეც.უბანთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია მომავალ არჩევნებთანმ დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებას, შსს-ს, სუს-სა და სახემწიფო დაცვის სამსახურს მისცა.
თავდაცვის სამინისტროს, ცესკოს არ დაურღვევია კანონი. ჯარისკაცებს ჰქონდათ ხმის უფლება, მაგრამ თუ როგორ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო. რეკომენდაცია გავეცით რომ შეიქმნას ჯგუფი, რაც უკვე ჩამოყალიბდა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს. თავდაცვა, სასჯელაღსრულება, შსს, სუს-ი და სახემწიფო დაცვის სამსახური თუკი მოითხოვს საარჩევნო უბნის შექმნას, უნდა განმარტოს რატომ ითხოვს ამას და საიდან მოვიდა ეს ხალხი ამ კონკრეტულ ადგილას.“
https://www.youtube.com/watch?v=IgQtw5qt-6o&feature=youtu.be
მასალის გამოყენების პირობები