საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში მცხოვრები ეკომიგრანტები
ქონებას ვერ ირეგისტრირებენ.
წყაროს ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მათ პირადობის
მოწმობები არ აქვთ. აღნიშნულ თემაზე speqtri.ge იუსტიციის მინისტრს
თეა წულუკიანს ესაუბრა. მინისტრი ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებას
დაპირდა. პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული საკითხი, სიღნაღის
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთან სოფელ ერისიმედში იოსებ
ცეცხლაძესთანაც გადავამოწმეთ.
"ადგილობრივებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნიათ, თუმცა ქონების დაკანონებას ვერ ახერხებენ. ასეთი დაახლოებით 10 ოჯახია. ისინი დემარკაციის ზოლში ცხოვრობენ და პრობლემას სწორედ ეს ქმნის." - გვითხრა იოსებ ცეცხლაძემ. speqtri.ge-აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
წულუკიანი ერისიმედის მოსახლეობას დახმარებას დაპირდა [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"ადგილობრივებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნიათ, თუმცა ქონების დაკანონებას ვერ ახერხებენ. ასეთი დაახლოებით 10 ოჯახია. ისინი დემარკაციის ზოლში ცხოვრობენ და პრობლემას სწორედ ეს ქმნის." - გვითხრა იოსებ ცეცხლაძემ. speqtri.ge-აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები