საზოგადოება
დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მარტივი გზა _ დემონტაჟი
გურჯაანის ცენტრში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი უკვე წლებია ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული. მოსახლეობას იქ მობინადრე მღრღნელები და საშინელი სუნი აწუხებს. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ობიექტის დემონტაჟს გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფართი კერძო პირს ეკუთვნის.


გურჯაანში "პაპას ბაღისა" და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც "კომუნისტების" დროს გაკეთდა, უკვე დიდი ხანია, რაც ნაგავსაყრელად არის ქცეული. რამდენიმე მეტრში მდებარე საპირფარეშო დაბინძურებულია და შესვლა შეუძლებელია. ამიტომ ხშირად ხალხი მის ნაცვლად ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობს. მოსახლეობას გვირაბიდან ამოსული მღრღნელები და საშინელი სუნი აწუხებს. "აქვე ახლოს ვცხოვრობ და ამ მიწისქვეშა გადასასვლელის ბედი მართლაც ძალიან გვაწუხებს. უკვე დიდი ხანია გვირაბი გაუქმდა, თავის დანიშნულებას აღარ ასრულებს, ნაგავსაყრელად და ტუალეტად არის ქცეული. ზაფხულში ისეთი სპეციფიკური სუნი ამოდის, ახლოს გავლაც კი შეუძლებელია. გურჯაანში ერთი ტუალეტია და ისიც ისეა დაბინძურებული, რომ ხალხი ვერ სარგებლობს, ამიტომ ტაქსის მძღოლები და პატარა ბიჭები ხშირად იქ ჩადიან," _ ამბობენ თავისუფლების ქუჩა #24-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

მათივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებაზე დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნა.
"რაც აუცილებელია და მისახედია იმას არ აკეთებენ, ცენტრალური ქუჩაა და აქ მაინც უნდა იყოს სისუფთავე. ეს ყველაფერი ძალიან თვალშისაცემია მოსახლეობისთვისაც და ჩამოსული სტუმრებისთვისაც. სჯობია მხოლოდ პიარისთვის საქმეების კეთებას თავი დაანებონ და ამ გვირაბს დროულად მიხედონ."

ავთო გეთიაშვილმა, რომელიც "პაპას ბაღში" მუშაობს, გვითხრა, რომ გვირაბი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ უნდა მიხედვა.
"იქ ჩასვლა აკრძალულია, მაგრამ ხალხი მაინც სარგებლობს _ ძირითადად მოზარდები. ტუალეტი იქვეა, რომელსაც მე ვასუფთავებ, მაგრამ უწყლობის გამო ძალიან დაბინძურებულია და იქ თითქმის არავინ შედის. ჩვენმა გამგებელმა მითხრა, რომ შადრევნის აშენების შემდეგ იქაც გაიყვანენ წყალს და რეგულარულად დასუფთავდება," _ ამბობს ავთო გეთიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის თქმით, ამ საკითხზე უკვე მიდის მუშაობა და პრობლემა მომავალ თვეში აუცილებლად მოგვარდება. "აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი სახელმწიფო საკუთრებაა. იქ არის ყოფილი მაღაზიები, აქედან ორ მათგანზე კერძო მესაკუთრის მოწმობაა გაცემული. ჩვენ ვფიქრობთ გვირაბის გაუქმებას, რადგან მართლაც ანტისანიტარიის ბუდეა და ხალხიც არ სარგებლობს დანიშნულებისამებრ. კერძო პირი ამ ფართს სახელმწიფოს გადმოსცემს, რის შემდეგაც მომდევნო თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით მისი დემონტაჟი მოხდება და მიწით ამოივსება."
"სპექტრმა" გაარკვია, რომ კერძო მესაკუთრე, ვისზეც აღნიშნული ფართია რეგისტრირებული, ტუბდისპანსერის დირექტორი გულიკო გონაშვილია. როგორც თავად გვითხრა, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და ინფორმაცია პირველად ჩვენგან შეიტყო.
"ეს ფართი მეუღლემ წლების წინ 5 ათას მანეთად შეიძინა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა. ამ ობიექტის დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ და ისიც გაურკვეველია, რატომ უნდა გადავცე სახელმწიფოს. ამ საკითხის შესახებ ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია," _ გვითხრა სატელეფონო საუბარში გულიკო გონაშვილმა.

ამგვარ გადაწყვეტილებას არ ეთენხმება მოსახლეობაც და ამბობს, რომ გურჯაანის ხელისუფლებას ყველაზე მეტად დემონტაჟი ეხერხება, ისევე, როგორც ეს თამარ მეფის ქუჩაზე არსებული შადრევანის შემთხვევაში მოხდა. მათი სურვილია მიწისქვეშა გადასასვლელი მიწით ამოვსების ნაცვლად, აღადგინონ, რათა გურჯაანს კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი შეემატოს. "ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოხდეს ამ ობიექტის დემონტაჟი. მაგის აღდგენა ძალიან კარგად შეიძლება. გარდა მაგისა, იქ ისეთი დიდი ფართია, შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით. ამის შედეგად ბიუჯეტშიც დამატებითი თანხა შევა და არსებული პრობლემებიც მოგვარდება," _ ამბობენ მოქალაქეები და იქვე დასძენენ, რომ ამისთვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 4 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 4 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.