თბილისში,გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა 18 წლის
მათე ბეჟიაშვილია.
გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანიდანაა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, კუსტარული წესით
დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან, მომწამვლელი ნივთიერების
გაჟონვას ემსხვერპლა.
ბეჟიაშვილი, თბილისში, ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტი იყო და ბინაში,
ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
ბეჟიაშვილის ცხედარი უკვე მშობლიურ სოფელშია გადასვენებული.
მასალის გამოყენების პირობები