დღეს გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მესამე კლასის მოსწავლეს
მიკროავტობუსი დაეჯახა. გოგონა გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში
გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, გელა ორველაშვილის თქმით,
მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
„მდგომარეობა მძიმეა, არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ჩატარებულია
შესაბამისი კვლევები და მკურნალობისთვის დაგეგმილია მისი გადაყვანა
თბილისში, ბავშვთა ნეიროქირურგიულ სამსახურში.“ - უთხრა speqtri.ge-ს
გელა ორველაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები