შემთხვევა
გურჯაანში 78 წლის ქალს სცემეს
გურჯაანში 78 წლის ზინა უ. მეზობელ ქალს მაყვალა უ.-ს ცემაში ადანაშაულებს. მან პოლიციას უკვე მიმართა. საქმეს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემს გულისხმობს.

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.



| Print |
FaceBook Twitter Google