შემთხვევა
ავტომობილი არხში გადავარდა- გარდაცვლილია ერთი ადამიანი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა წყლის არხში გადავარდა. ავარიის შედეგად ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ლალისყურში ვასილ გერმანიშვილმა განუცხადა, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან არიან.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან   ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 
რა გახდა ავარიის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google