შემთხვევა
ბადიაურში ავარიისას დაშავებული მამაკაცი დაიღუპა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ავარია 11 თებერვალს მოხდა. ხუთი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მათ შორის იყო მამაკაცი, რომელიც გუშინ დაიღუპა.

ის მცხეთის საავადმყოფოში რამდენიმე კვირის განმავლობაში  მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /