შემთხვევა
გურჯაანში "მერსედესი" ბეტონის კედელს შეეჯახა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გურჯაანი-ლაგოდეხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად  მძღოლი და მგზავრი ქალბატონი დაშავდა. როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

რა გახდა ავაფრიის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /