გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ქალბატონი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ
გახდა. ქალბატონი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, სასწარფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან
დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა.
გარდაცვალების წინასწარ მიზეზად მაღალი წნევა სახელდება.
ცხედარი ქუჩაშია დასვენებული, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები