შემთხვევა
მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ტვ 25-ის ინფორმაციით 20 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული უგონო მდგომარეობაშია.

გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბათუმი /