შემთხვევა
ძიძამ ბავშვს თავი მოჰკვეთა [VIDEO]
მოსკოვში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალბატონი დააკავეს. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, თავმოკვეთილი ბავშვის ცხედარი მოსკოვის ჩრდილო- დასავლეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. დაკავებული ქალბატონი მოკლული ბავშვის ძიძაა და ის მეტროსადგურთან მოკვეთილი თავით ხელში დააკავეს. ჰიჯაბში ჩაცმული ქალბატონი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. გარდაცვლილი ბავშვი 3-4 წლის იყო. მოკლული ბავშვი საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სახლში ბავშვის მკვლელობის შემდეგ სპეციალურად იქნა გაჩენილი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ძიძა / მკვლელობა /