შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის
ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას - 1946 წელს
დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით
ამოიღო.“ - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე
მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
გიორგიწმინდაში მოხდა. რა გახდა მკვლელობის
მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები