შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს
რ.ფ.-სა და ე.ა.-სგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა
და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
„პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები და
სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებული
ფული.
კახეთის პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებულის - რ.გ.-ის პირადი
ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი
„ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე
კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და
მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა
მუხლის მე-8 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.“
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებით, თბილისში, ფონიჭალის
დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში
ნარკოდანაშაულისთვის სულ 17 პირი დააკავეს - მათ შორის 14
ნარკორეალიზატორია.
მასალის გამოყენების პირობები