შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული
პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს ქალთა მკვლელობები
58%-ით შემცირდა.
ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის
მკვლელობის არც ერთი ფაქტი, მაშინ როცა 2017 წელს მეუღლის ან/და
ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 ფაქტი დაფიქსირდა.
• 2016 წელს მოკლული იქნა 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის
წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ.
• 2017 წელს მოკლული იქნა 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის
წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ.
• 2018 წლის 10 თვეში მოკლული იქნა 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლული
იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 - სხვა პირის მიერ.
2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი 5 მკვლელობიდან:
• 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა;
• 1 შემთხვევაში დამ - და;
• 1 შემთხვევაში ძმამ - და;
• 1 შემთხვევაში მამინაცვალმა - გერი;
2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობიდან - 1 ფაქტი
ჩადენილია პარტნიორის მიერ.
-"2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ
ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და
ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების მიერ განხორციელებული კომპლექსური ინსტიტუციური და
შინაარსობრივი რეფორმების შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა
ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და
ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო
3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამასთან, პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის
ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ
შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის
გათვალისწინებული."-აცხადებენ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები