საპოლიციო კონტროლის შედეგად სისხლის სამართლის 182 დანაშაული გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური
საპოლიციო კონტროლი განახორციელა. 2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო
კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის
სამართლის 182 დანაშაული.
მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა
და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 61 ფაქტი; მკვლელობის მცდელობის
(სსკ 19 -109-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა,
შენახვა, გასაღების (სსკ 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი; საქართველოში
ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი.
პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი
ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ
შემოტანის თითო ფაქტი. დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
1450 შემთხვევა, მათ შორის:
ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49
ფაქტი;წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი;
დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა
და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 16
ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული
იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6
ავტომატი; 4 პისტოლეტი; 1 რევოლვერი; 2 საფანტის პისტოლეტი; 3
შაშხანა; 15 გადაჭრილი სანადირო თოფი; 1 სანადირო თოფი; 1
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 4 ყუმბარმტყორცნი; 2 ტანკსაწინააღმდეგო
ჭურვი; 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი; 2
ნაღმმტყორცნი; 14 ამფეთქი ფალია; 71 ხელყუმბარა; 6 კაფსულ-დეტონატორი;
4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.
ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი; 7 აბი „დიფენოქსილატი“;
109 ძირი კანაფი; 7 შეკვრა მარიხუანა; 2 შეკვრა „ჰეროინი“; 1 შეკვრა
„სუბოტექსი“; 1 შეკვრა „ოპიუმი“; 49 აბი „ტრამადოლი“; 50 აბი
„ფსევდოეფედრინი“; 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის
სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული
სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები